ახალი ამბები
პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობა-სოლიდარობის აქციის ორგანიზატორების პასუხი ჯგუშიას (ვიდეო)
ნეოკომკავშირული ცნობიერების მარგინალი ძალები ცდილობენ პროტესტსი დისკრედიტაციას და ფოკუსის სხვა მხარეს გადატანას - ასე უპასუხეს „სამეგრელოს ხმის“ ლიდერის დღევანდელ განცხადებებს სოლიდარობის აქციის ორგანიზატორებმა ზუგდიდში. მათი თქმით, მსგავსი განცხადბების მიზანი საპროტესტო მუხტის ჩაქრობა და იმისთვის ხაზგასმაა, რომ თითქოს, აქცია ისეთი პირების მიერაა მართული, ვინც საზოგადოებაში ნაკლები პატივისცემით სარგებლობს.

შესაბამისი განცხადება აქციის ორგანიზატორებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააკეთეს და განმარტეს, რომ მათ გუშინ ხალხის პროტესტის გამოყენების მცდელობა აღკვეთეს.

„ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ არცერთ პოლიტიკურ ლიდერს ან ან პოლიტიკასთან აფილირებულ ადამიანებს არ ექნებოდათ შესაძლებლობა, გამოეყენებინათ ეს გულწფელი აქციი. ეს არის პროტესტი ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც დაწყებულია, წლებია. არ გვჭირდება კოლექტიური ჯგუშიები, ისინი ვერ გამოვლენ ახალგარდების წინ ტრიბუნაზე, რადგანაც თავადაც ცნობილები არიან, როგორ მოძალადე. ის ცდილობს რომ პრიმიტიული მცდელობებით ჩაკლას მუხტი, თუმცა ყველამ იცის, როგორი მოძალადეა ჯგუშია, ამიტომაც არავინ უსმენს მის განცხადებას და განაგრძობენ პროტესტს“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ემზარ კვარაცხელიამ.

ამავე პოზიციაზეა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა, რომელიც აქციებს მისი დაწყების დღიდან შეუერთდა. თოდუა თვლის, რომ მსგავსი განცხადებები აქციის მიზნების დისკრედიტაციას ემსახურება.

„აქციაზე ითხოვენ სისტემის იმ სისტემის შეცვლას, რის პირობებშიც ადამიანები ვერ ახერხებენ უფლების დაცვას და რომელიც გარკვეულ პირებს ანიჭებს პრივილეგიას. ჯგუშიას განცხადება არის წმინდა კომკავშირული და რუსული ნარატივი და მისი მიზანი სწორედ რეალური მიზნის დისკრედიტაციაა“, - აღნიშნა თოდუამ.

აქციის მონაწილე ახალგზარდები კი ამბობენ, რომ ისინი პროტესტის გამოსახატად საკუთარი სურვილით გამოვიდნენ და მათთვის არავის მიუცია მითითება, რა უნდა თქვან. მათივე თქმით, ისინი არა რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ პარტიას, არამედ შვილმკვდარ მამას უდგანან გვერდით.

სწორედ ამაზეა საუბარი განცხადებაში, რომელიც დღეს აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ის ახალგაზრდებია, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან პრივილეგიაზე დამყარებულ ჩაგვრას.

„იმისათვის, რომ ეს წრფელი მუხტი ჩაქრეს და მოხდეს აქციების მიზნების მარგინალიზება, სხვადასხვა ნეოკომკავშირული ცნობიერების მარგინალი ძალები ცდილობენ პროტესტის დისკრედიტაციას და ფოკუსის სხვა მხარეს გადატანას, თითქოს, აქცია მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ, რომლებიც საზოგადოებაში ნაკლები პატივისცემით სარგებლობენ. სწორედ მსგავსი ბინძური პოლიტიკური ნარატივით სურთ აქციაზე შეკრებილი ხალხის პროტესტის გამოყენება, რისი მცდელობაც აქციაზე გამოვლინდა. თუმცა ახალგაზრდები და არა მარტო, დადგნენ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ცალკეულ სინდიკატებს შესაძლებლობა არ ჰქონოდათ აქციის სათავისოდ გამოყენების აქვე დავსძენთ, რომ ახალგაზრდების პოზიცია იყო ნათელი და მკაფიო, რათა პოლიტიკურ ჯგუფებს არ მისცემოდათ ტრიბუნის გამოყენების საშუალება. აქცია სრულად გამოხატავდა სამოქალაქო სექტორის და მისი მთავარი მუხტის ახალგაზრდების პოზიციას, რის ფონზეც კონკრეტული პირების მცდელობა, რომ შეეცვალათ აქციის შინაარსი და მიმართულება, სწორედ რომ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს მოთხოვნასთან, დაინგრეს არსებული ძალადობრივი სისტემა. ამასთან, პირები, რომლებიც ცდილობდნენ ტრიბუნასთან დგომას და აქციის დისკრედიტაციას, არიან პირდაპირი თუ ირიბი შემოქმედები იმ ძალმომრეობითი სისტემის, რომელიც წლებია არსებობს ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალგაზრდები მადლობა უხდიან აქციებში მონაწილება თითოეულ მოქალაქეს და დასძენენ, რომ სწორედ ასეთ გულწრფელ მუხტს შეუძლია ცვლილებების მოხდენა.
დღეს აქცია 19 საათზე განახლდება.

„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია, რომელსაც პროკურატურის წინ გუშინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, მიიჩნევს, რომ ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციას ლგბტ თემი ზუგდიდში საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს. ამის შესახებ ჯგუშიამ საკუთარ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისთვის მიუღებელია არგუმენტი, რის გამოც მას აქციაზე მიკროფონი არ მისცეს და ამტკიცებს, რომ იქ, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მშობელი იყო მისული და არა როგორც პოლიტიკოსი.

გუშინ გამართულ აქციაზე ახალგაზრდებსა და ჯგუშიას შორის, პროკურატურის შენობის მიმდებარედ, მცირე შელაპარაკება მოხდა. სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი და ყოფილი პარლამენტარი სიტყვის უფლებას ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა მას განუმარტეს, რომ იქ პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ იყო და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით, საპროტესტო გამოსვლები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა და მისმა თანამოაზრეებმა გააგრძელეს.

ამავე თემაზე:

თენგიზ ჯგუშია: ზუგდიდში სარალიძის მხარდამჭერ აქციას ლგბტ თემი სათავისოდ იყენებს (ვიდეო)

სოლიდარობის აქცია ზუგდიდში დღეს საღამოს განახლდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.