ახალი ამბები
სამეგრელოს გუბერნატორი ენმ-ს წევრებს სასამართლოში უჩივის
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ანა წითლიძეს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებაში წითლიძისა და ზოდელავას მიერ გუბერნატორის „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი“ ცნობების გავრცელებას.

„აღნიშნული ატარებს პერმანენტულ ხასიათს და მიმართულია გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შესალახად. მურთაზ ზოდელავა და ანა წითლიძე ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აწარმოებენ ცილისმწამებლურ კამპანიას. მათ მიერ გავრცელებული ცნობები რეალობას არ შეესაბამება და არ მყარდება ფაქტებით“, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან შონია სასამართლში შეტანილ განცხადებაში ოპოზიციური პარტიის ამ წარმომადგენლებისგან ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას ითხოვს.

გუბერნატორის ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მასალებში მოცემულია ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავას მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაკეთებული კომენტარები, ბრიფინგები და ინტერვიუები.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ზუგდიდში კორპუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება დაიწყო. მისივე თქმით, საუბარია კონკრეტულ საქმეებზე, რომელზეც განცხადება ოპოზიციურმა ფრაქციამ თვეების წინ შეიტანა და რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად კი გუბერნატორი, ზუგდიდის მერი და ვიცე მერი ფიგურირებენ.აღნიშნულს კატეგორიულად უარჰოფენ სამხარეო ადმინისტრაციაში და ოპოზიციურ პარტიას წილისწამებაში ადანაშაულებენ.

ამავე თემაზე:

გუბერნია: წითლიძის მიერ დასახელებული არცერთი პირი დასაკითხად არავის დაუბარებია


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
20 / მაისი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
20 / მაისი 2025
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.