ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ყინულის სახლის სარეაბილიტაციო
სამუშაოებითვის 407 830 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია ყინულის მოედნის
ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოები, გაყინვის სისტემების მოწყობილობების
გამოცვლა-მონტაჟი, ასევე, განათებისა და გახმოვანების მოწყობა.
ამავე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების
დადებიდან სამ თვეში უნდა დაასრულოს, შესრულებული სამუშაოების
საგარანტიო ვადა კი სამი წელია. მსურველებს წინადადებების
შეტანა 23-დან 28 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
საციგურაო მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა,
თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. მოედნის მშენებლობა 2012
წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლოს მოედანი
2015 წელს დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა. მას რეაბილიტაცია უკრაინელმა
სპეციალისტებმა ჩაუტარეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127
ლარი გამოიყო.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის 400 ათასზე მეტი ლარი
დაიხარჯება
მასალის გამოყენების პირობები