უზენაესმა სასამართლომ დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის
ყოფილი თანამშრომლის ელზა ზოდელავას
სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ ცნო და ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
ავრცელებს. ზოდელავას ინტერესებს სწორედ ამ ორგანიზაციის იურისტი ლელა
მოწონელიძე იცავდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმს ელზა ზოდელავას
სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა, რაც, დღეის
მდგომარეობით, 6000 ლარს შეადგენს.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან
გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა
სასამართლომ მიმდინარე წლის ივნისში არ დააკმაყოფილა, რის
შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარემ სააპელაციოში
გაასაჩივრა.
ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი
მუშაობდა. ის სამსახურიდან გასული წლის პირველ თებერვალს
გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე:
ლილი ბერაია:
თუ სასამართლომ ზოდელავას სარჩელი დააკმყოფილა გავასაჩივრებ
მასალის გამოყენების პირობები