ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე ზუგდიდიდან მხარდამჭერთა კოლონა გაემგზავრა (ვიდეო)
10:38 / 10.06.2018
ზაზა სარალიძის მხარდამჭერ სოლიდარობის აქციაზე, რომელიც დღეს 16
საათზე თბილისში, ყუფილი პარლამენტის შენობის წინ გაიმართება,
ზუგდიდიდან დღეს დილით გაემგზავრნენ. აქციის მონაწილეები, რომლებიც
ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან შეიკრიბნენ, 15-მდე სამარშუტო ტაქსითა და
რამდენიმე მსუბუქი ავტომობილით მიემგზავრებიან. მათ შორის „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები,
აქტივისტები, მხარდამჭერები და უბრალო მოქალაქეებიც არიან. მათი
თქმით, დღევანდელი აქცია პოლიტიკური არ არის და ისინი სოლიდარობას
ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახებს უცხადებენ.
„უბრალო მოქალაქეც ვარ და დიახ, "ნაციონალური მოძრაობის"
მხარდამჭერიც, თუმცა, პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. არ დაადგა საშველი,
თვეები იწანწალა და გზა ვერ მონახა ამ კაცმა, ამიტომაც დაპატიჟა
პოლიტიკოსები, ამაში რა არის გასაკვირი? ერთი თვეც რომ იყოს საჭირო,
გვერდით დავუდგებით“, - აღნიშნა გულნაზ ქობალიამ.
აქციას უერთდება საბა ჩახაიას ბებია, რომელიც შვილიშვილის
გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ
სრულ მხარდაჭერას უცხადებს შვილმკვდარ მამას, რათა მომავალში იგივე არ
განმეორდეს.
„მხარში ვუდგავარ ზაზა სარალიძეს, შვილმკვდარ მამას. მე ვიცი, რომ
ვერავინ გააცოცხლებს საბას, მაგრამ კიდევ არიან ასეთი გაჭირვებული
ბავშვები და ხვალ რომ მათაც იგივე არ დაემართოთ, ამიტომ მივდივარ დღეს
იქ“, - თქვა ვალიტა ხურცილავამ.
ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის ინფორმაციით,
დღეს თბილისში ზუგდიდიდან 500-ზე მეტი, სამეგრელოდან კი 1000-ზე მეტი
მოქალაქე მიემგზავრება, მათ შორის არიან პარტიის წევრები და
აქტივისტები. მისივე თქმით, მოქალაქეებმა თბილისში გამგზავრების
სურვილი თავად გამოთქვეს.
„უმეტესად არიან ადამიანები, ვინც არცერთი პარტიის წევრები არ არიან.
რა თქმა უნდა, მივდივართ პარტიის წევრები და აქტივისტების. ჩვენ
ვითხოვთ, დაისაჯოს ყველა მკვლელი, რომელიც მონაწილეობდა სარალიძის
საქმეში და ყველა მაღალჩინოსანი, რომელმაც ხელი დააფარა ამ მკვლელებს.
მოთხოვნაა ის, რომ დაინგრეს სისტემა, რომელიც შექმნა „ქართული ოცნება“
და რომელმაც უკვე ბევრი ჩვენი თანამოქალაქე
შეიწირა",- აღნიშნა წითლიძემ.
თბილისში გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნები
ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე მოკლეს. საქმეზე სასამართლომ
განაჩენი 31 მაისს გამოიტანა, რომლის თანახმადაც ორი დაკავებულიდან
ერთ-ერთი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, მეორე კი სარალიძის
განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სარალიძის მკვლელის ვინაობა
გამოძიებული არ არის. განაჩენის შემდეგ პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა.
მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი
შვილის მკვლელებს ხელს პროკურატურის მაღალჩინოსნები აფარებენ და
დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ამავე დღეს თანამდებობიდან გადადგა
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. საქართველოს პარლამენტში საქმეზე
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა. რამდენიმე დღის წინ ზაზა
სარალიძე შეხვდა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და შინაგან
საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, რის შემდეგაც ხელისუფლებას
კონკრეტული ქმედებებისთვის დრო 10 ივნისამდე მისცა. ის ამ ხნის
განმავლობაში მისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვდა. ბოლო სამი
დღეში სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს - მერაბ მორჩაძე,
რომელსაც გამოძიება მოწმეზე ზემოქმედებას ედავება და მირზა სუბელიანი,
რომელიც, სარალიძის მტკიცებით, საქმეში ერთ-ერთი მთავარი პირია.
სუბელიანს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. დღევანდელ აქციას
პოლიტიკოსებიც უერთდებიან.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები