რეგიონი
რესურსცენტრი ზედაეწერის სკოლის დირექტორისა და მოსწავლეების მხრიდან შესაძლო ბულინგის ფაქტს შეისწავლის
საგანმანათლებლო რესურსცენტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის დირექტორისა და მოსწავლეების მხრიდან მეცხრე კლასელი გოგონას მიმართ შესაძლო ბულინგის ფატქებს შეისწავლის. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ განუცხადა. მისივე თქმით, მოზარდის მშობლებს მათთვის ოფიციალურად არ მოუმართავს, მაგრამ ისინი ამ საკითხს მაინც შეისწავლიან.

„ეს დღეები შაბათი და და კვირა დაემთხვა. მოგეხსენებათ დასვენების დღეები იყო. დღეიდან ამ საკითხის მოკვლევას დავიწყებთ, თუმცა მშობლებს ოფიციალურად ჩვენთვის არ მოუმართავთ“,- ამბობს ფარცვანია.

ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონას კლასელები ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. არასრულწლოვნის დის მონიკა მანიას თქმით, ამის შესახებ იცოდა დირექტორმა ლია არღვლიანმა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

„ჩემს დას სისტემატურად დასცინოდნენ კლასში. კლასელები ოროსანს ეძახდნენ, იმიტომ რომ მას დამრიგებელი და სხვა მასწავლებლები ეუბნებოდნენ, მაინც არ სწავლობ და წადი ყავა მოგვიტანეო. ხან რაზე აგზავნიდნენ, ხან რაზე. ვეუბნებოდი, არ გააცდენინოთ გაკვეთილები მეთქი. ამ დაცინვაზე და ჩაგვრაზე არაერთხელ მივსულვარ დირექტორთან, ცალკე მე, ცალკე - დედაჩემი, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყვა. ბავშვი ტიროდა, სკოლაში არ უნდოდა წასვლა“, - ამბობს, მონიკა მანია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რადიო „ათინათი“ ზედაეწერის სკოლის დირექტორს ლია არღვლიანს დაუკავშირდა, რომელმაც ბრალდებები უარჰყო. მისი თქმით, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა და გოგონა სკოლიდან მშობლების განცახდების საფუძველზე გაიყვანეს, თუმცა მათ მიზეზი არ მიუთითებიათ.

„პირველად ამის შესახებ მედიის საშუალებით გავიგე. არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ალბათ, მალე გაირკვევა. არანაირ ჩაგვრას ადგილი არ ჰქონია და ამასთან დაკავშირებით არც არავინ მოსულა ჩემთან. ბავშვი მშობლებმა გაიყვანეს, მაგრამ მიზეზი ჩემთვის უცნობია. ის მეზობლ სკოლაში გადაიყვანეს, მაგრამ ჩვენთან დადის მუსიკალურ წრეზე. ერთხელ კლასელებს უთქვამთ, სხვა სკოლაში რატომ გადახვედი, მოღალატე ხარო, მაგრამ სხვა ინცინდენტი არ ყოფილა. ისინიც ბავშვები არიან და გაეხუმრნენ, მაგრამ ეს არ არის ბულინგი“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

ლია არღვლიანი ფიქრობს, რომ მას ცილი მიზანმიმართულად დასწამეს, თუმცა რა მიზნით, მისთვის უცნობია.

ზედაეწერის სკოლის დირექტორს ბულინგის ფაქტის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.