რეგიონი
"გიგის ინოვაციური მანქანები" - ზუგდიდელი მოზარდის გამოფენა ტექნოპარკში (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში 12 წლის მოზარდის გიგი სიჭინავას ნამუშევრები გამოიფინა. პატარა ხელოვანმა დამთვალიერებლებს საკუთარი ხელით შექმნილი ე.წ. აპლიკაციები და გამოძერწილი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის, მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები და მოტოციკლები წარუდგინა. 



„აი, ამ სატვირთო ავტომანქანის გამოძერწვა დავიწყე 2017 წელს და მას შემდეგ კიდევ ბევრი გამოვძერწე, რასაც აქ ხედავთ. ძალიან მიყვარს ამის კეთება“, - გვითხრა გიგიმ.

პატარა ხელოვანის დედა ამბობს, რომ ეს საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია და დიდი ნებისყოფაც სჭირდება.



„აქ არის გიგის მიერ დამზადებული ქაღალდის აპლიკაციები, რომლებიც ხელით არის დამუშავებული და დეტალურად აქვს ყველაფერი დატანილი, ისევე, როგორც ნაძერწებზე. ამას დიდი ნებისყოფა სჭირდება. შესაძლოა, ერთ ნამუშევარს საათები ან დღეები დასჭირდეს. მისი წყარო არის ინტერნეტი და გარემო, რომელსაც ყოველდღიურად ხედავს. ყველაფერს იწერს, ინიშნავს, აკვირდება... რასაც აქ ხედავთ, ორი წლის ნამუშევრებია“, - აღნიშნა გიგის დედამ ნათია სახოკიამ.



ტექნოპარკში მის მიერ შექმნილი ნახატებიც იყო წარმოდგენილი. გიგის ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა დამთვალიერებლებში. ის მომავალში ფაზლების გამოფენასაც გეგმავს.



„ყველაფერი ნამდვილად უნიკალურია, ჩემი საყვარელი ნამუშევარია ქალი ყვითლებში, რომელშიც განსაკუთრებით ფერთა შეხამება მომწონს. ზოგჯერ გაკვეთილზეც ვიტოვებთ დროს, რომ გიგიმ საყვარელი საქმე აკეთოს“, - თქვა მისმა მასწავლებელმა ნათია ბაკარანძემ.



მოგვიანებით, სტუმრებმა კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში გადაღებული რამდენიმეწუთიანი ფილმიც ნახეს, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პატარა ხელოვანისა და მისი მეგობრის ყოველდღიურ ურთიერთობას ასახავს. აღნიშნული კამპანიის მიზანი შშმ ბავშვების მიმართ სტიგმის დაძლევა და საზოგადოების ცნობიერების შეცვლაა.



#6 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგი სიჭინავა საკუთარ სახელოსნოში მუშაობს, რომელიც მას მშობლებმა გასული წლის ოქტომბერში გაუხსნეს. 

ამავე თემაზე:

12 წლის ხელოვანის თავისუფალი სივრცე (ვიდეო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.