აფხაზი მოკრივე იგორ ადლეიბა ქართველ მერაბ თურქაძესთან იასპარეზებს
ახალგაზრდა აფხაზი მოკრივე იგორ ადლეიბა პროფესიული ბოქსის საღამოზე,
რომელიც 14 ივლისს ეკატერინბურგში
გაიმართება, ქართველ სპორტსმენს მერაბ თურქაძეს დაუპირისპირდება, წერს
„სპუტნიკი“.
„ჩემი მოწინააღმდეგე იქნება მოკრივე საქართველოდან, მერაბ თურქაძე. ის
29 წლისაა, მან შვიდი ბრძოლა ჩაატარა და მათგან ხუთში, გამარჯვება
მოიპოვა. მე კი ჯერ სამი ბრძოლა და სამი გამარჯვება მაქვს. ჩვენ 63,5
კგ წონით კატეგორიაში ვიასპარეზებთ. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი
რეიტინგი გაუმჯობესდება“, - თქვა ადლეიბამ.
მან დასძინა რომ აქამდე ასეთ გამოცდილ მეტოქესთან ბრძოლა არ ჰქონია.
ადლეიბამ აღნიშნა, რომ ქართველ სპორტსმენთან ასპარეზისთვის ისევე
მოემზადება, როგორც ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე, მეტოქის ფიზიკური
თავისუბურებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
გამოცემის ცნობით, იგორ ადლეიბა „აფხაზეთის მრავალგზის ჩემპიონი,
ასევე რუსეთის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, კიკბოქსინგში
მსოფლიო თასის მფლობელი, აფხაზეთის სპორტის ოსტატი და რუსეთის სპორტის
ოსტატობის კანდიდატია“.
მასალის გამოყენების პირობები