დე ფაქტო აფხაზეთში ყველაზე მეტი ნასვამი მძღოლი სოხუმში დააჯარიმეს
დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ავტოინსპქეციის მონაცემების
თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისთვის, 2018
წლის ივნისში,
252 მძღოლი დააჯარიმეს. ამავე ცნობით, მაისში მათი რაოდენობა 198 იყო,
წერს "სპუტნიკი".
გამოცემის ცნობით, ამ მხრივ, "ჩემპიონი" სოხუმია, რომელიც ზედიზედ
მესამე თვეა "მთვრალ" რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს. შემდეგ,
მოდიან გაგრა და გუდაუთა. ყველაზე "ფხიზელი" რაიონის სახელს მეორე
თვეა გულრიფში ინარჩუნებს, სადაც, აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ ორი
მძღოლი დააჯარიმეს. რაც შეეხება ანტირეიტინგში მოხვედრილი მძღელების
ასაკს, ყველაზე ხშირად, წესებს 25-დან 30 წლამდე მძღოლები
არღვევენ.
მასალის გამოყენების პირობები