პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა
წარადგინა.
ახალ სამთავრობო კაბინეტში სულ 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო
მინისტრია, მათგან ახალი ხელმძღვანელი სამ უწყებას ეყოლება.
განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ
ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის
მინისტრის - გიორგი ქობულია.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გუნდი, რომელიც მოიპოვებს
დამსახურებულ ნდობას პარლამენტში. იქნება ხალხის და ქვეყნის
ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს მართვის მაღალ სტანდარტს", -
აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, ახალი უფროსი ჰყავს მთავრობის ადმინისტრაციას. ამ პოსტზე
კახა კახიშვილი ინიშნება.
ახალი მინისტრთა კაბინეტი საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება, რის
შემდეგაც შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება. ახალი
მთავრობის პარლამენტის მიერ დამტკიცებამდე კი კომიტეტებში განხილვები
გაიმართება.
ამავე თემაზე:
გაუქმებული სამინისტროები და დამატებული სახელმწიფო
მინისტრის აპარატი - სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში
მასალის გამოყენების პირობები