ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო
ესწრება. ის ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა და საზეიმო
წირვა-ლოცვას
შეუერთდა, რომელსაც მეუფე გერასიმე აღავლენს. მეუფე შიომ მრევლს
დღევანდელი დღე მიულოცა.
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა დღეს დილით 9 საათიდან დაიწყო.
ღვთისმშობლის სამოსელი დადიანების სასახლიდან მსვლელობით მშენებარე
ტაძარში გადააბრძანეს. მის მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან
მრევლი ჩამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები