ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები ჭუბერის სტიქიაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მდინარე ოკრილზე განვითარებულ მოვლენებისა და მისი გამომწვევი რეალური მიზეზების შესწავლას სთხოვს.

გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ნენსკრა-ჰესის საპროექტო დოკუმენტაციას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, რადგან მის გარშემო კითხვები არსებობს.

„წინააღმდეგობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ის გარემოებაა, რომ დაგეგმილი კაშხლისა და რეზერვუარის ტერიტორიაზე მოედინება ოკრილზე მეტად ღვარცოფული რამდენიმე მდინარე, ასევე, მდებარეობენ ზვავსაშიში და მეწყერსაშიში უბნები, რომელთა ზეგავლენა ნენსკრა-ჰესზე არასათანადოდაა გამოკვლეული. გეოლოგიური რისკები კიდევ უფრო გაძლიერდება ჰესის პროექტის ზეგავლენის შედეგად, ვინაიდან მშენებლობის პროცესში ტყე/ მცენარეული საფარი პირწმინდად მოიჭრება, რაც დამატებით მეწყრულ და ღვარცოფულ კერებს გააჩენს. არასათანადოდ არის შეფასებული, რომ სტიქიურ მოვლენები თანდათან ისედაც მძაფრდება გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგად, ხოლო ჰესის რეზერვუარის არსებობის გამო შეცვლილი მიკროკლიმატი კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ვითარებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ მდ. ოკრილი და მისი მიმდებარე ტერიტორია ნენსკრა-ჰესის საპროექტო არეალში ექცევა; რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სტიქია ხის უსისტემო ჭრამ გამოწვია, არასამთავრობო ორგანიზაციების შესაფებით, ეს დასკვნა არაზუსტია.

„აღნიშნული განცხადება პასუხისმგებლობის ადგილობრივ მოსახლეობაზე და ინდივიდებზე გადატანის და პოლიტიკური კრიტიკის გადაფარვის მცდელობაა, რაც ეკოლოგიური გამოწვევების გამომწვევი ეკონომიკური და სოციალური მიზეზების გათვალისწინებით უპასუხისმგებლობაა”, - მიიჩნევენ ორგანიზაციები.

ზემო სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის გარდა, 7 ორგანიზაცია საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში დაგეგმილი სამუშაოებისა დაპროექტების დეტალურ, გეოლოგიურ და სეისმურ შესწავლას ითხოვს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მდ. ენგურის აუზში მიმდინარე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესების, გამომდინარე საფრთხეებისა და მათი პრევენციის გზების შესწავლას მოითხოვს.

„ზემოაღნიშნული ქმედებების გარდა, აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დონორების ჩართულობით საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყოს სტიქიის შედეგად ჭუბერის თემისათვის მიყენებული ზარალის შეფასებისა და კომპენსაციების გაცემის ღონისძიებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მანამდე კი, არსებითია სახელმწიფომ უზრუნველყოს ეფექტიანი და დროული ჰუმანიტარული ზომების მიღება სტიქიით დაზარალებულ თემებში”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს მწვანეთა მოძრაობა; ენერგოეფექტურობის ფონდი; ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია; კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი.

ამავე თემაზე:




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.