ზუგდიდში ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში
წინადადებების მიღება დღეს
დასრულდა. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში
ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთი სუბიექტი შპს „კელვინი“
ფიქსირდება.
სავარაუდოდ, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა სწორედ ამ ერთადერთმა
პრეტენდენტმა მიიღო, ან ეს ის კომპანიაა, რომელმაც ფასის ყველაზე
ნაკლები ბიჯი დააფიქსირა.
შპს კელვინი ის კომპანიაა, რომელმაც წინა ტენდერში დისკვალიფიკაცია
მიიღო. მაშინ დირექტორმა ზურაბ ომიაძემ
რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ საუბარი იყო არასწორ შევსებასა და
წვრილმანზე და მონაწილეობის მიღებას ისევ აპირებდა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია ყინულის მოედნის
ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოები, გაყინვის სისტემების მოწყობილობების
გამოცვლა-მონტაჟი, ასევე, განათებისა და გახმოვანების მოწყობა.
რეაბილიტაციისთვის კი 407 830 ლარია გამოყოფილი.
ამავე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების
დადებიდან სამ თვეში უნდა დაასრულოს, შესრულებული სამუშაოების
საგარანტიო ვადა კი სამი წელია.
ამავე თემაზე:
რატომ
გამოცხადდა ხელახლა ტენდერი ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე
მასალის გამოყენების პირობები