დღეს დილით ფოთში დაშავებულ პოლიციელს, რომელსაც, წინააღმდეგობა
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას
მამაკაცმა გაუწია, თავის ქალის ტვინის დახურული ტრამვები და ტვინის
შერყევა აქვს. ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ ფოთის კლინიკის მენეჯერმა თეა მიგინეიშვილმა
უთხრა.
„პაციენტი 5 საათზე შემოვიდა კლინიკაში. გარეგნული დათვალიერებით
აღენიშნებოდა ჰემატომა შუბლის არეში, ყველა დიააგნოსტიური კვლევა.
აქვს თავის ქალის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა", - აღნიშნა
მიგინეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში
დარჩება.
დღეს დილით მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის
დროს სამართალდამცავმა წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს
ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავამდყოფოში
გარდაიცვალა. საქმეს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო
პროკურატურა იძიებს. ქურდობის მცდელობის ფაქტზე კი გამოძიებას შინაგან
საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით
აწარმოებს.
ამავე
თემაზე:
პოლიციელმა
ქურდობაში ბრალდებული მამაკაცი თავის არეში დაჭრა
მასალის გამოყენების პირობები