ავტოავარიას ჯვარში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე
კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
რადიო „ათინათს“
საავამდყოფოს სამედიცინო მენეჯერმა უთხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა
მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამ წუთებში მას
გულ-ფილტვის რეანიმაცია უტარდება.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ჯერჯერობით,
უცნობია.
გამოძიება შს სამინიტრომს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები