სოფელ ხაიშში მესტიის მერის წარმომადგენლის ოთარ ჭკადუას ინფორმაციით,
ამ ეტაპზე სიტუაცია შედარებით დაწყნარდა,
თუმცა მოსახლეობას ცენტრალური გზა აქვს გადაკეტილი და ისინი
სპეცრაზმის გასვლამდე დაშლას არ აპირებენ.
„მე ვიყავი სამართალდამცავებთან და გადავეცი მოსახლეობის აზრი, თუმცა
მათი დამოკიდებულება რაღაც სიჯიუტეს ჰგავს. ახლა შედარებით სიმშვიდეა.
ამის შესახებ იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და გზაში არიან. როგორც
კი გავა სპეცრაზმი, დაიწყება მოლაპარაკებები“, - თქვა ოთარ
ჭკადუამ.
ხაიშში ადგილობრივები სამართალდამცავთა მობილიზებასა და ფინანსური
პოლიციის შესვლას აპროტესტებენ.
ხაიშში მოსახლეობა სპეცრაზმისა
და ფინანსური პოლიციის შესვლას აპროტესტებს
ჭუბერსა და ხაიშში
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებთან დაკავშირებით ფინანსური პოლიცია
შევიდა
მასალის გამოყენების პირობები