ახალი ამბები
ხაიშში მოლაპარაკებები დასრულდა - სპეცრაზმი და ფინანსური პოლიცია ტერიტორიას ტოვებს
ხაიშში ადგილობრივებსა და ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია. შედეგად, როგორც რადიო „ათინათს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ზურაბ ნიჟარაძემ უთხრა, ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმი ტერიტორიას ტოვებენ. ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაგვიდასტურეს.

ასევე გაიხსნა საავტომობილო გზა. მან ასევე თქვა, რომ ერთი კვირის შემდეგ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ.

„ჩვენთან ჩამოვლენ საამინისტროებისა და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, რომელთაც ჩვენი სოფლის განვითარების ჩვენეულ ხედვებს გავაცნობთ. ამ ეტაპზე სიტყვიერი შეთანმხება ასეთია. ჩვენ არ ვიშლებით, თუმცა, მანქანებს გავატარებთ“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ტელეკომპანია „პირველთან“ გადაცემა „რეაქციაში“ კომენტარი გააკეთა რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა. მან დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების შედეგად, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ტერიტორიას დატოვებენ და გზა გაიხსენა. მან ასევე დასძინა, რომ ერთ კვირაში სვანებთან სამთავრობო დელეგაცია ჩავა.

„მათი მოქმედება გადის კანონის ზღვარზე, მაგრამ მე, როგოც ადგილობრივმა, კარგად ვიცი მათი მდგომარეობა, რომ ეს ხე-ტყე არის მათი ძირითადი შემოსავალი. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზა, რომ მათ ჰქონდეთ ალტერნატიული შემოსავალი, მუშაობდეს ლეგალურად და არ იყოს უკანონო ჭრა. მათთან ერთად ვიფიქრებთ განვითარების გზებზე. სახელმწიფოს აქვს უფლება ლეგიტიმური ქმედებები ჩაატაროს, მაგრამ გვიხდება გავითვალისწინოთ გარემოებები, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ხალხს უჭირს. მათი შემოსავალი დგას საფრთხის წინაშე. ყველა მოქმედება უნდა იყოს კანონის ფარგლებში და კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთიანი“, - თქვა სუბარმა.

მოლაპარაკებებს სსამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი, სოზარ სუბარი, ხაიშისა და ჭუბერის მაცხოვრებლები დაესწრნენ.

ხაიშში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და სპეცრაზმი შევიდა. ხაიშელებმა და ჭუბერელებმა სვანეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს და ითხოვდნენ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. ისინი ამბობდნენ, რომ ადგილობრივები უკანონოს არაფერს სჩადიან და ხე-ტყის მოპოვება მათი ერთადერთი შემოსავალია. სვანები მთავრობას განვითარების სხვა გზების მოძიებას სთხოვენ. ფინანსთაა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი ამბობდნენ, რომ საქმე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს ეხებოდა. საგამოძიებო უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადგილობრივებმა ხელჯოხებითა და ქვებით მათი ავტომობილი დააზიანეს, სპეცრაზმი კი მათი უსაფრთხოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად იყო მობილიზებული.


ამავე თემაზე: 

ხაიშის მცხოვრები: ჩვენს ტერიტორიებზე მაკონტროლებელ ორგანოებს არ შევუშვებთ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.