ახალი ამბები
ხაიშელებისა და სოზარ სუბარის შეხვედრა დასრულდა - ორ კვირაში სვანეთში მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებიან
ხაიშში ადგილობრივებსა და რეგიონული მართვის განყოფილების ხელმძღვანელს სოზარ სუბარს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ისინი ხაიშისა და ჭუბერის განვიარების გზებსა და საკუთარ ხედვებს ჩამოაყალიბებენ და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს დაახვედრებენ, რომლებიც ხაიშში 10 დღეში ჩავლენ.

"სპეცრაზმის და პოლიციის ამ ფორმით შემოსვლა იყო აბუჩად აგდება. გაიგო ყველამ, რა არის ჩვენი საარსებო წყარო, რომელსაც გვიბლოკავენ, მათ შორის, მათ, ვინს სანქციებს გვიდგენს. კი ბატონო, აკრძალონ ხე-ტყის ჭრა და მოგვცენ სამუშაო ადგილები, განვითარების სხვა საშუალებები და გზები. ხაიშში ველოდებით რამდენიმე მინისტრსა და სხვა უწყებების წარმომადგენლებს და მათ გადავცემთ ჩვენს მოსაზრებებსა და ხედვებს. აქ კიდევ ბევრი სხვა პრობლემებაცაა და თუ ვერ მოერგებიან ხალხს, წინა ხელისუფლების გზას მოერგებიან თავად. სამწუხაროდ, ყველაფერი ცენტრში წყდება და არა რეგიონში", - უთხრა რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა გარი ჩხვიმიანმა.

ხაიშში მოლაპარაკებებს დღეს მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც დაესწრო.

ხაიშში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და სპეცრაზმი შევიდა. ხაიშელებმა და ჭუბერელებმა სვანეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს და ითხოვდნენ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. ისინი ამბობდნენ, რომ ადგილობრივები უკანონოს არაფერს სჩადიან და ხე-ტყის მოპოვება მათი ერთადერთი შემოსავალია. სვანები მთავრობას განვითარების სხვა გზების მოძიებას სთხოვენ. ფინანსთაა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი ამბობდნენ, რომ საქმე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს ეხებოდა. საგამოძიებო უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადგილობრივებმა ხელჯოხებითა და ქვებით მათი ავტომობილი დააზიანეს, სპეცრაზმი კი მათი უსაფრთხოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად იყო მობილიზებული. საბოლოოდ, ადგილზე სუბარის ჩასვლის შემდეგ მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმი სოფელს დატოვებდა და საავტომობილო გზაც გაიხსნა.

ამავე თემაზე:

სოზარ სუბარი ხაიშის მოსახელობას კვლავ შეხვდება


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია, იმ კონკრეტული წერილების შესახებ, რომლებიც წარმოაჩენს თუ რამდენი ძალა, ენერგია და შრომა დასჭირდა აკაკი ჭანტურიას სასახლეებში დაცული ექსპონატებისთვის ერთად მოეყარა თავი.
09 / აპრილი 2025
ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაშალეს იქ მშვიდობიანად მდგომი მოქალაქეები, რა დროსაც, ერთ- ერთი მათგანი წააქციეს და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ არჩილ თოდუა წერს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.
09 / აპრილი 2025
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან მყოფ მოქალაქეებთან პოლიცია მივიდა და იქ შეკრებილების დაშლა დაიწყო, იმ მიზეზით, რომ სასულიერო პირებს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლი პარაკლისი უნდა გადაეხადათ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.