საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო ფიფას წერილი, რომელშიც
ხაზგასმულია, რომ ფიფას
მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის
ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის
რეგიონში. ინფორმაციას სფფ ავრცელებს.
ამავე ცნობით,აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი
ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც
ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი
ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე.
რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სივრცეში გავრცელდა დეზინფორმაცია,
თითქოს, ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები აპირებდა საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას. ვითარებაში გასარკვევად საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ მიმართა მსოფლიო ფეხბურთის
მმართველ ორგანიზაციასა და ნიგერიის ფეხბურთის ასოციაციას.
ამავე თემაზე:
ოკუპირებულ
აფხაზეთში ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების ჩასვლასთან დაკავშირებით სფფ
ფიფას მიმართავს
მასალის გამოყენების პირობები