გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყება.
უწყების ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა,
ნადირობისას, თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე
დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
(დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი
ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და
ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობა აკრძალულია
სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან
ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
მასალის გამოყენების პირობები