სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია წარადგინეს
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის
თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორის პოსტს ჩაიბარებს. ის რამდენიმე წუთის წინ მთავრობის
ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ
წარადგინა.
"ალექსანდრე მოწერელია სახელმწიფო სტრუქტურებში მოდის კერძო
სექტორიდან. მას აქვს ძალიან საინტერესო ბიზნეს პტროექტების
განხორციელების გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. ჩვენი ერთ-ერთი
მთავარი მიზანი გახლავთ რეგიონებში ეკონომიკის განვითარება და
დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას თავს გაართმევს", - თქვა
პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ბახტაძემ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის,
იმერეთისა და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები დაასახელა.
ცნობისთვის, 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გასულ
თვეში გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები