ზუგდიდში, "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც პარტიის ლიდერებს
ელოდებიან, ხმაურია. აქ იმყოფებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან
გათავისუფლებული ადამიანები. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ამბობენ, რომ მთავრობის წევრებს აქ
დაელოდებიან.
"პასუხი გვინდა კახა კალაძისგან, რატომ გაგვანთავისუფლეს
სამსახურებიდან, როდესაც მათი ცოლები და ნათესავები მუშაობენ.
გვითხრან რა მიზეზით გაგვიშვეს", - ამბობენ ისინი.
ამ წუთებში ქართული ოცნების შტაბთან თბილისის მერს და ცენტრალური
მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები