ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მსვლელობისას კლინიკებში
ჯამში 27 პირია გადაყვანილი. ჯანდაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, მედპერსონალი სულ 253 პირს მოემსახურა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 78 გამოძახება შეასრულა,
ამათგან 53 პირს ზოგადი ჩივილები აღენიშნებოდა.
უწყების ცნობით, 25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია
დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ 11 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია,
ჯამში, სულ 27 პირი იქნა კლინიკაში გადაყვანილი. როგორც
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის, ყველა
პაციენტი გაწერილია ბინაზე.
ფესტივალის გახსნიდან მის დასრულებამდე, ადგილზე განთავსებული იყო
სასწრაფო დახმარების 5 ეკიპაჟი, სამედიცინო დახმარების 3 პუნქტი, 2
რეანომობილი და 5 ქვეითი პირველადი სამედიცინო დახმარების
ჯგუფი.
ფესტივალი 23 აგვისტოს გაიხსნა და 27 აგვისტოს დაიხურა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები