სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა ლევან
სულაშვილმა თანამდებობა პირადი
განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც მან
რადიო "ათინათს" უთხრა სამსახურიდან
წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
ლევან სულაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 26 აგვისტოს დაინიშნა. მან
აღნიშნულ პოსტზე პაატა ლაგვილავა ჩაანაცვლა.
ლაგვილავამ გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმღვანელის თანამდებობა
გუნდთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის ახალი რწმუნებული დანიშვნის
შემდეგ დატოვა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია 21
აგვისტოს წარადგინეს.
მასალის გამოყენების პირობები