პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა (ვიდეო)
16:08 / 01.09.2018
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი,
ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში, დღეს ზუგდიდში
ჩამოვიდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას და
მხარდამჭერებს გაესაუბრა.
„დღეს ზუგდიდში განწყობები არის ყველაზე უფრო თბილი, რაც მქონია
სამეგრელოში და ის ხმები, რომ გეშინოდეთ ზუგდიდის, ეს ყველაფერი არის
აბსოლუტურად ტყუილი. ძალიან კარგი განწყობა არის და ეს ყოველთვის ასე
იყო. ზუგდიდის მიღება ყოველთვის იყო განსაკუთრებული. აქ არის ნდობა
ნებისმიერი ეროვნული ადამიანის მიმართ და ამისთვის მე მადლობელი
ვარ. დღევანდელი შეხვედრა იყო ხელმოწერებზე მუშაობა. სექტემბრის ბოლოს
კიდევ ჩამოვალთ და ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრებ, როგორც საჭიროა“,
- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდი უკვე დატოვა. ანალოგიურ შეხვედრას ის
სვანეთში გამართავს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები