ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ორმო, რომელშიც დღეს
სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ ქოთნით მცენარე
ჩადგა, ამოავსეს. ზარანდიამ რამდენიმე საათის წინ "ფეისბუქზე" დაწერა,
რომ ორმოში ყვავილი უსაფრთხოების მიზნით ჩადგა.
მერიაში კი რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ
საავტომობილო გზაზე ორმოს უახლოეს პერიოდში ამოავსებდნენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავეების თქმით, რუსთაველის ქუჩაზე
დაზიანებულ გზის საფარი ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ შენიშნეს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის ქუჩაზე ორმოში ქოთანში
ჩარგული მცენარე ჩადგეს
მასალის გამოყენების პირობები