გარემოვაჭრეები ზუგდიდში ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მუშაობას ოთხი
დღის განმავლობაში შეძლებენ. აღნიშნული მოთხოვნით ისინი დღეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს და ზუგდიდის მერიის
წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრისას ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ გარევაჭრობა კანონით
აკრძალულია, თუმცა, როგორც მოგვიანებით გარემოვაჭრეებმა რადიო
"ათინათს" უთხრეს, ზუგდიდის პოლიციის
მთავარი სამმართველოს უფროსის შუამდგომლობის შედეგად, ისინი აღნიშნულ
ტერიტორიეაზე ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებენ.
გარემოვაჭრეები ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მუშაობის უფლებას სწორედ
სასწავლო წლის დაწყებამდე ითხოვდნენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდელი
გარემოვაჭრეები გუბერნატორის მოადგილეს ხვდებიან
მასალის გამოყენების პირობები