სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფული მოადგილე დავით
კოდუა სახელწმიფო უსაფრთხოების
სამსახურის ზუგდიდის განყოფილებიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა.
კოდუას ინფორმაციით, გამომძიებლებმა კითხვები მისი თანამდებობაზე
ყოფნის პერიოდზე და იმ დროინდელ საქმიანობაზე დაუსვეს.
"კითხვები ეხებოდა ჩემს უფლება-მოვალეობებს, თუ რას ვსაქმიანობდი
გუბერნატორის მოადგილედ ყოფნის პერიოდში. სხვა თემასთან დაკავშირებით
კითხვები არ ყოფილა ", - თქვა კოდუამ.
მისივე თქმით, უწყებაში მერიის მაღალჩინოსნების მიერ შესაძლო ქრთამის
აღების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ის არ დაუბარებიათ
და ამბობს, რომ აღნიშნულთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ამავე თემაზე:
სუს-ში ლევან
შონია ქრთამის აღებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში
იკითხება
მასალის გამოყენების პირობები