ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ახალგაზრდა მამაკაცი,
სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას
წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადას საავამდყოფოში გადაჰყავდა.
"დაახლოებით, 40 წუთის წინ, ჰოსპიტალში შემოასვენეს გვამი, რომელსაც
ორი დიდი ჭრილობა აღენიშნებოდა გულ-მკერდის მარჯვენა მხარესა და
გულ-მკერდის ქვემოთ. ჭრილობები, სავარაუდოდ, ბასრი საგნითაა
მიყენებული", - უთხრა რადიო "ათინათს"
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან
ორჟონიამ.
ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებენ.
მასალის გამოყენების პირობები