საზოგადოება
ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი კომპლექსი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გვერდით ®️
სამშენებლო ბაზარზე ახალი დეველოპური კომპანია გამოჩნდა. „მარმაქს ჯორჯიამ“ ზუგდიდში მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. კომპანია მომხმარებელს ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო ტერიტორიაზე, ბოტანიკური ბაღის გვერდით უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელ კომპლექსს სთავაზობს .

„ჩვენ ვქმნით პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებს ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ხარისხი, უსაფრთხოება და ესთეტიკა სამი ერთმანეთისაგან განუყოფელი კომპონენტია და სურს იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს იგრძნოს თავი მაქსიმალურად კომფორტულ, დაცულ და პრესტიჟულ გარემოში. „მარმაქს ჯორჯია“ გახლავთ კომპანია, რომელიც დასავლური დეველოპინგის ფუნდამენტურ პრინციპებზეა დაფუძნებული და ჩვენთვის უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს შექმნილი პროდუქტის უსაფრთხოება დაცულობის კუთხით, უსაფრთხოება ეკოლოგიურობის კუთხით, მწვანე ზონები, ჯამში ჯანსაღი მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი“, - ამბობს კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ყიფიანი.

კომპანიამ საქართველოში შემოსვლამდე საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ქვეყანაში არსებული ბაზრის კვლევას და საზოგადოების მოთხოვნების შესწავლას. სწორედ ამ კვლევების შედეგად გადაწყდა ჩვენს ქვეყანაში შეექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მაღალი მოთხოვნების მქონე საზოგადოებას დააკმაყოფილებს.

„ვთვლით, რომ პროექტების განვითარება რეგიონებსა და სხვადასხვა ქალაქებში ნამდვილად საინტერესოა ჩვენი კომპანიისთვის, და ასევე კონკრეტული რეგიონის თვითმმართველობისთვის მაღალი კლასის საავტორო არქიტექტურის მქონე ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით, ამ ყოველივეს თან ახლავს საზოგადოებაში ჩატარებული კვლევის შედეგები სადაც ნათლად გამოიხატება კონკრეტული რეგიონის მაცხოვრებელთა ინტერესი მაღალი კლასის საცხოვრებელი ბინის ფლობაში. ყველა ადამიანის ოცნებაა იცხოვროს კომფორტულ, ხარისხიან, უსაფრთხო, თბილ, ესთეტიურად გამორჩეულად ლამაზ სახლში და ჩვენი მიზანია უზრუნველეყოთ საზოგადოება იმ დონის საცხოვრებელ კომპლექსებით, რომელსაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. რაც შეეხება ლოკაციას, ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსი ნამდვილად საუკეთესო ტერიტორიაზე შენდება“, - თქვა ირაკლი ყიფიანმა.



ზუგდიდიში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი შედგება სამი კორპუსისაგან. აქედან. ორი კორპუსი ერთმანეთის იდენტური იქნება, რაც მოიაზრებს 5 სართულს და 28 ბინას. მესამე კორპუსი იქნება ექვსართულიანი, სადაც განთავსდება 35 ბინა.

„მარმაქს ჯორჯია“ გახლავთ კომპანია, რომლის შიდა პოლიტიკა მასალების შერჩევასა და მათი სწორი მეთოდით გამოყენებაში უდიდეს დროს და მატერიალურ რესურსს ხარჯავს. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა მასალათა მომწოდებლებისაგან სასერტიფიკატო მხარის წარმოდგენას. მარმაქს ჯორჯიას საბოლოო მიზანია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი აკმაყოფილებდეს 3 უმთავრეს პარამეტრს: უსაფრთხოებას, კომფორპტულობას და ესთეტიურობა.

„ მარმაქს ჯორჯია სრულად ჩართულია მშენებლობის და რემონტის პროცესში, რაც იმას გულისხმობს რომ კომპანიას აქვს კონტროლის მექანიზმის კომპლექსური ფორმულა შემუშავებული, რომელიც რამდენიმე ინსტანციისგან შედგება და სრულად კომპეტენტური ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ფილტრს გადის“, - ამბობენ კომპანიაში.

„მარმაქს ჯორჯია“ ზუგდიდის გარდა, მსგავსი პროექტის განხორციელებას თბილისსა და საქართველოს სხვა რამდენიმე ქალაქში გეგმავს.

„მარმაქს ჯორჯია“
გაყიდვების ოფისი: ზუგდიდი, დადიანის ქუჩა 19
ტელ:598 - 75 00- 00




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.