სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც თბილისიდან ენგურის
ხიდამდე მერვე დღეა, დაიძრა, უკვე ზესტაფონშია. მას დღეში,
დაახლოებით, 31 კილომეტრის
გავლა უწევს, საღამოობით კი ისვენებს.
„გზაში საოცარი თავგადასავლები მაქვს, ჩემთვის სრულიად უცნობი
ადამიანები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც მხვდებიან,
მამხნებენენ, სხვადასხვა პროდუქტით მამარაგებენ, მესაუბრებიან. დღეს
მეგობრებიც შემომიერთდებიან, როგორც წინა დღეებში, პერიოდულად არიან
ჩემთან ერთად“, - გვითხრა გიგამ.
დღეს საღამოს ის დაბანაკებას ქუთაისში აპირებს, ხვალიდან კი გზას
განაგრძობს.
რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გიგა მაქარაშვილი თბილისიდან ფეხით
14 სექტემბერს დაიძრა, მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი კი ენგურის
ხიდია, სადაც 27 სექტემბერს გეგმავს მისვლას.
მას 27 სექტემბრამდე ფეხით, დაახლოებით, 340 კმ-ის გავლა უწევს.
ამავე თემაზე:
გიგა
მაქარაშვილი ფეხით თბილისიდან ენგურის ხიდის მიმართულებით დღეს
წამოვა
მასალის გამოყენების პირობები