ზუგდიდში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინა
საარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფაქტი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეაფასა. მისი
თქმით, ის, რაც მოხდა არის საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა და ამ ფაქტს
სამართალდარღვევა უწოდა.
"საარჩევო კამპანიის ხელშეშლა ამ ფორმებითა რამდენიმეჯერ მოხდა.
დღესაც ვნახეთ ჩვენ ამის მცდელობა. ეს არის სამართალდარღვევა და რა
თქმა უნდა, ჩვენ ამ ჩანაწერებს აუცილებლად საერთაშორისო
სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადავუგზავნით. დღეს "ნაციონალური
მოძრაობის" წარმომადგენელმა სცადა შეეტანათ ხმაური ამ შეხვედრაში.
საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს სწორი პასუხი, რომ სალომე ზურაბიშვილი
იქნება მათი პრეზიდენტიც და ეს იყო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
კანდიდატის და მომავალში, ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება", -
განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ზუგდიდში, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო
შეხვედრა ხმაურის ფონზე გამართა.
ამავე თემაზე:
კალანდია
ზურაბიშვილს: თქვენ ხართ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების
გამტარებელი
მასალის გამოყენების პირობები