საია ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს შეისწავლის
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრეზიდენტობის კანდიდატის
ზუგდიდში გამართული შეხვედრის
დროს მომხდარ ინციდენტს სწავლობს. ამის შესახებ საია-ს ზუგდიდის
ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. არასამთავრობო
ორგანიზაციის თავმჯდომარის ირინა პავლიაშვილის ინფორმაციით, მათ
საარჩევნო პროცესების მონიტორინგი უკვე დაიწყეს და გარკვეული სახის
ხარვეზები უკვე იკვეთება.
„მაგალითად, ხარვეზები დაფიქსირდა საარჩევნო ადმინისტრაციის
დაკომპლექტების პროცესში, როგორც საარჩევო საუბნო კომისიების,
ასევე საოლქო კომისიების დონეზე. რამდენიმე ფაქტი უკვე გვქონდა
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და უკანონო აგიტაციის
განხორციელების. ასევე, გამოიკვეთა ხელშეშლის ფაქტები, როგორც
წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე ჟურნალისტებისთვის საქმიანობის
ხელშეშლის. საიამ ამ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებას
მიმართა და ელოდება, თუ როგორ წარიმართება ადმინისტრაციულ
ორგანოებში საქმის წარმოება და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის
დაეკისრება“, - თქვა პავლიაშვილმა.
შეხვედრას მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ. საია-ს წარმომადგენლებმა მათგან იმ გამოწვევების
შესახებ მოისმინეს, რაც ადგილზე არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები