სოხუმიდან ენგურის ხიდამდე „გამარჯვების“ აღსანიშნავად აქცია მსვლელობა გაიმართება
აფხაზეთში „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღის აღსანიშნავად
ემზადებიან. 29 სექტემბერს 9 საათიდან
იგეგმება აქცია - მსვლელობა, სახელწოდებით: „ჩვენი გმირების
გზით“. მასში მონაწილოების მსურველები სოხუმში, თავისუფლების
მოედანზე შეიკრიბებიან და ენგურის ხიდისკენ გაემართებიან, სადაც 30
სექტემბერს „სახელმწიფო დროშას“ აღმართავენ.
აქციის ჩატარება კერძო პირის ალიას გოლანძიას ინიციატივაა, რომელმაც
თავისი მოწოდების შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე
ცნობით, მსვლელობისას, გზაზე ღამის ბანაკიც მოეწყობა.
აფხაზური მედიის ცნობით, მსგავსი აქცია, 2017 წელსაც მოეწყო, მაშინ
აქციას 60 - მდე ადამიანი შეუერთდა.
ფოტო: ნუჟნაია გაზეტა (არქივი)
მასალის გამოყენების პირობები