მამუკა ხაზარაძე: სამეგრელოში საერთაშორისო იპოდრომის ასაშენებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის
განცხადებით, სამეგრელოში ახალი
საერთაშორისო იპოდრომი აშენდება. ამის შესახებ მან დღეს ინგირში
გამართული საცხენოსნო შეჯიბრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა.
ხაზარაძემ თქვა, რომ იპოდრომის ასაშენებლად მოლაპარაკებები რამდენიმე
ქვეყანასთან იმართება.
"ადგილობრივ გუბერნიასთან შეთანხმებით შევარჩევთ საუკეთესო ტერიტორიას
იპოდრომისთვის. ეს იქნება ადგილი, სადაც საქართველოს სხვადასხვა
კუთხის, მათ შორის, აფხაზი ცხენოსნები გამართავენ სანახაობებს, აქ
იქნებიან საერთაშორისო ცხენოსნებიც და გამართავენ არაჩვეულებრივ
სანახაობას", - აღნიშნა ხაზარაძემ.
დღეს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ დაფუძნებული დოღი
"ანაკლიის თასი" პირველად გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები