სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალის შერეული შეხვედრების განახლებას ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას საკითხის გარეშე არ აპირებს.
ამის შესახებ განცხადება, რომელიც ენგურის ხიდზე გალის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, დღესაც უცვლელია. რადიო
"ათინათს" სუს-ში უთხრეს, რომ საკითხი არ გადაიხედება.
ოკუპირებულ აფხაზეთში კი აცხადებენ, რომ გალის შეხვედრების განსაახლებლად მზად არიან, თუკი ქართული მხარე ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს ისევ არ დააყენებს.
უკვე მეოთხე თვეა, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გალში შეხვედრები აღარ იმართება. 2018 წლის ივნისში, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.
ამავე თემაზე:
სოხუმი მზადაა გალის შეხვედრები ოთხოზორიას საკითხის გარეშე გაგრძელდეს
მასალის გამოყენების პირობები