პოლიტიკა
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დახმარება შეჭირვებულ ოჯახებს
ზუგდიდში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, რომელიც ახალ სოციალურ პროგრამას ეხება, კითხვები აქვს. საუბარია, დაახლოებით, 40 000 ლარის ღირებულების შესყიდვებზე, რომელიც სოფლებში სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების შეძენას გულისხმობს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსის დარღვევა არ იკვეთება, წინასაარჩევნოდ მსგავსი პროგრამების განცხორიცელება ამომრჩევლის განწყობაზე მოქმედებს.

„როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, აღნიშნული სოციალური დახმარების გაწევისთვის სოციალურ მუხლს საპილოტე პროგრამის სახით დაემატა გაზაფხულზე. მიუხედავად იმისა, ადგილი არა აქვს საარჩევნო კოდექსის დარღვევას, წინასაარჩევნოდ მსგავსი სახის სოციალური პროგრამების განხორციელება, რა თქმა უნდა, იწვევს ამომრჩეველთა კმაყოფილების დონის ამაღლებას და ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ ხორციელდება მსგავსი სახის სოციალური პროექტი წინასაარჩევნოდ. ჩვენ მიერ მოხდება აღნიშნული საკითხის შესწავლა და ინფორმაციის გამოთხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჭკადუამ.

ამავე თემაზე არასამთავრობოებისთვის და უწყებათშორისი კომისიისთვის მიმართვას გეგმავს „შენების მოძრაობის“ წევრი მაია ღურწკაია. მისი შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მიუხედავად იმისა, როდის ინიცირდა პროგრამა, მსგავსი ტედნერის გამოცხადება ამომრჩევლის მოსყიდვაა.

„2018 წლის ბიუჯეტს რომ ადგენდნენ, მაშინ ჩამოაჭრეს თანხები და ეს ადამიანები, ვისაც ახლა აძლევენ ამ პროდუქტებს, მაშინაც ასე გაჭირვებულები იყვნენ. ზუგდიდის მერია პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და როგორც კი მივიღებ დოკუმენტაციას, აცულებლად მივმართავ შესაბამის სადამკვირბელო ორგანიზაცეიბს“, - გვითხრა ღურწკაიამ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია კატეგორიულად უარყოფს, რომ საკვები პროდუქტების დარიგება საარჩევნო პროცესებს უკავშირდება. სხულუხიამ გვითხრა, რომ მსგავსი დამოკიდებულება გულდასაწყვეტია.

„არანაირი კავშირი არ აქვს ამ პროგრამას არჩევნებთან. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ყოველთვის შორს იყო პოლიტიკისგან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორც ვარჩევდით ამ ადამიანებს და პროდუქტებს, რომელიც ასე სჭირდებოდათ... უკვე მეექვსე ჟურნალისტი ხართ, ვინც ამაზე მირეკავს, რამდენი შეიძლება ერთი და იგივე....“, - უთხრა რადიო „ათინათს“ სხულუხიამ.

მისივე ინფორმაციით, უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის გამოცხადებული ტენდერიდან მორჩენილი 22 000 ლარს 20 000 ლარი დაემატა,  რითაც შესაძლებელი გახდა, რომ აღნიშნული საპილოტე ქვეპროგრამა, რომლებით ზამთრის პროდუქტებით უზრუნველყოფას გულისხმობს,  განხორციელებულიყო. მისივე თქმით, აღნიშნული ქვეპროგრამა სოციალურ მუხლს საპილოტე პროგრამის სახით დაემატა და ის გაზაფხულზე ინიცირდა.

ზუგდიდის მერია სოფლებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს 40 000 ლარამდე ღირებულების საკვებ პროდუქტს დაურიგებს. შესაბამისი ტენდერები მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ კვირაში გამოაცხადა. 413 ოჯახს ზამთრისთვის 10 კგ. შაქარს, 5 კგ. მაკარონს, 25 კგ. ფქვილს, თითო 5 ლ ზეთს, 10-10 კგ კარტოფილსა და ამავე რაოდენობით ხახვს დაურიგებენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სოფლებში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებს დაურიგებენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.