სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მეთხილეებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელა
შეხვდნენ. ერთ-ერთი ფერმერის ირაკლი თოდუას თქმით, შეხვედრაზე მეთხილეობის დარგში არებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
"ჩვენ გვქონდა სურვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვედროდით თხილთან დაკავშირებით და ეს ინიციატივა გვქონდა არჩევნებამდე, თუმცა, შეხვედრის ორგანიზება ამ დრომდე რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ახლა დაგვპირდნენ, რომ მხარში ამოგვიდგებიან მაქსიმალურად. ასზე მეტი ფერმერი ვიყავით",- თქვა თოდუამ.
ფერმერების ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზებაში მათ გუბერნატორი დაეხმარათ.
შეხვედრის შესახებ მედია დაუწყებული არ ყოფილა. გუბერნიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მასალას თავად მოგვაწდიან.
მასალის გამოყენების პირობები