ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე არსებულ ხიდზე, რომელიც საჯვაროს ხიდის სახელითაა ცნობილი, სარეაბილიტაციო სამუშაოები, თითქმის, ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს.
სამუშაოებს შპს „სახარია“ ახორციელებს, ხოლო პროექტი „კავტრანსპროექტმა“ მოამზადა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხიდის რეაბილიტაციისთვის 1 565 555 ლარს დახარჯავს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხიდზე დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს ყველა ხარვეზისა და დაზიანების აღმოფხვრას, რისთვისაც მოიხსნება მოპირკეთება, რკინაბეტონის კონსტრუქციები, გამაგრდება განაპირა და შუა ბურჯები, თავიდან მოეწყობა საყრდენი ბალიშები, აღდგება და მოეწყობა ახალი კონსტრუქციები და ჩატარდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეტარტამენტმა გამარჯვებული კომპანია ტენდერში გამოავლინა და მასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში დადო. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 9 თვეში, ანუ 2019 წლის მაისში უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები