სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, სახელმწიფო მზადაა, რომ აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ყველა საჭირო
დახმარება გაუწიოს. ეს განცხადება მან ზუგდიდის საავადმყოფოში დაშავებულების მონახულების შემდეგ გააკეთა.
,,ექიმების შეფასებით, მძიმე დამწვრობა ოჯახის სამმა წევრმა მიიღო. სახელმწიფო მზადაა, დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს. სამწუხაროდ, ხანძრით დაზარალებულებს შორის არის ორი ბავშვიც“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ხეთაში დაშავებული პირების ნაწილი უკვე გადაიყვანეს თბილისში. ექიმების ინფორმაციით, ორი მათგანი მართვით სუნთქვაზეა.
ამავე თემაზე:
ხეთაში აფეთქების შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
მასალის გამოყენების პირობები