ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დღეს საღამოს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამ წუთებში მას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.
საავადმოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხანორჟონიას ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
"ვიცი, რომ აქვს შემღწევი ჭრილობა მუცლის არეში და პირდაპირ შეიყვანეს საოპერაციოში, მეტს ვერაფერს გეტყვით", - უთხრა რადიო "ათინათს" ორჟონიამ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამძოებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები