გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე საგამოძიებო უწყებაში გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს. წითლიძის ინფორმაციით,
ის დღეს გამოკითხვაზე მოუცლელობის გამო ვერ მივა.
ინციდენტი ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან გუშინ საღამოს მოხდა. ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, მათ ოფისს სამი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა, რაც, მისივე თქმით, უკანონო ქმედებაა.
თავად ინციდენტის მონაწილეების ინფორმაციით კი, ისინი ონლაინ-მედია "მეველეს" თანამშრომლები არიან და შტაბთან ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს კომენტარისთვის ელოდებოდნენ. მათივე მტკიცებით, მათთან ანა წითლიძე მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამავე თემაზე: გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს
მასალის გამოყენების პირობები