შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზრაბ შამათავასთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმადაც, ის
ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებდა. უწყებაში რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ აღნიშნულზე გამოძიება სს კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღაი უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.
"შეტყობინების საფუძველზე დავიწყეთ გამოძიება, რის შემდეგად გადამოწმდა ზურაბ შამათავა. ფაქტი არ დადასტურდა, შამათავა კი საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა", - გვითრეს შს სამინისტროში.
გაერთიანებული ოპოზიციის კოორდიმატორის ზურაბ შამათავას დაკავების შესახებ ინფორმაცია მურთაზ ზოდელევამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
ამავე თემაზე:
გაერთიანებული ოპოზიცია: ხობში ჩვენი კოორდინატორი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები