ზუგდიდის სკეიტ პარკის მიმდებარედ შესაძლოა სასტუმრო აშენდეს (ვიდეო)
17:16 / 25.11.2018
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიის მიმდებარედ, იუსტიციის სახლის უკან სამშენებლო კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა
ირაკლი ბურდულაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე ისაუბრა. როგორც ბურდულაძემ აღნიშნა, მას ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს.
"ბრენდული სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქალაქის ცენტრში. ეს ნორმალური მოვლენაა ყველგან. ეს ადგილი სწორედ ამიტომ შეირჩა, ეს ადგილი გახლავთ ზუგდიდის ცენტრი, ზუგდიდის გული", - თქვა ბურდულაძემ.
სასტუმროს კონცეფცია, რომელიც 130 თანამედროვე დიზაინის ნომერს აერთიანებს, ბურდულაძის თქმით, თავსებადია ზუგდიდის არქიტექტურასთან. გარდა ამის, მან აღნიშნა, რომ სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული, სადაც ძირთადად ადგილობრივები დასაქმდებიან. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი ლარია.
პრეზენტაციას m² -ის პარტნიორი ორგანიზაციები, ზუგდიდის მერიის, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის წარდგენის დასრულების შემდეგ, კი 18:00 საათზე m² -ის ინიციატივით და ორგანიზებით სტეფანეს კონცერტი გაიმართება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები