თავისუფლება გუკას - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო, ვიდეო)
17:36 / 26.11.2018
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობის წინ გუკა ბაძაღუას მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა, რომელთა შორის ბაძაღუას ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა მოქალაქეები
იყვნენ, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ბაძაღუას წინასწარი პატიმრობა და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
“ვაპროტესტებთ პროკურატურის თავნებობას. უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე დააკავეს, მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა და 46 დღე წაართვეს უკვე თავისუფლების. გვინდა, რამენაირად დავიხსნათ მანკიერი სისტემის კლანჭებისგან წარმატებული სტუდენტი“, - უთხრა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა როსტომ ზარანდიამ.
აქციაზე იყო ბრალდებულის და ნინო ბაძაღუაც, რომელმაც მისი ძმის მიმართ არსებულ ბრალდებაზე ისაუბრა და თქვა, რომ არც გუკა და არც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურატურის ბრალდებას და მოსამართლის გადაწყვეტილებას.
„გამოუშვან ჩემი უდანაშაულო ძმა ციხიდან, მას გამოსასწორებელი არაფერი სჭირს. თუ გამოკეტავენ ოთხ კედელში, ვერ შეიტანს წვლილს საქართველოს წინსვლაში“, - თქვა ნინო ბაძაღუამ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „მეც გუკა ვარ, ყველა ციხეში?“, „გუკა პროკურატურის ტყვე“, „მორჩეს ტყვეობა“ და სხვა.
აქციის ბოლოს მათ სიმბოლურად სასამართლოს ჭიშკარზე ხელები მიიბეს. გუკა ბაძაღუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ოქტომბერში შეუფარდა. მას ბრალად მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვა ედება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები