ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე 105-ე უბანთან ხმაურია. ერთ-ერთი ამომრჩევლის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მისი შვილი განყოფილებაში გადაიყვანეს.
მისივე მტკიცებით, მას უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ხმის მიცემის შემდეგ მოსთხოვა, ეთქვა, ვინ იყო და სად ცხოვრობდა იგი. ამომრჩევლის თქმით, ის აღნიშნულ უბანზეა რეგისტრირებული და შესაბამისად, ხმაც აქ მისცა.
"დამკვირვებელმა გვითხრა, თქვენ აქ არ ცხოვრობთო, არ გიცნობთო და პრეტენზიები ჰქონდა",- უთხრა ჟურნალოსტებს ელზა შამათავამ.
თავად კოორდინატორი მარინა კოზმავა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები, რომელთაც კოზმავამ უთხრა, რომ აღნიშნული ამომრჩეველი უკანონოდ იყო მისამართზე მიწერილი. პოლიციამ ადგილზე რეაგირების ოქმი შეადგინა.
დამკვირვებელმა "ახალგაზრდა თაობიდან" ირაკლი ბახტაძემ კი გვითხრა, რომ მარინა კოზმავას სიები აქვს, რომელშიც წერია ამომრჩევლების სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
მასალის გამოყენების პირობები