დათვლილი უბნების მიხედვით, ზუგდიდში ზურაბიშვილი ვაშაძეს 0,78%-ით უსწრებს
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში, სადაც 107 უბანია, ამ დროისთვის 46 უბანია დათვლილი. პირველადი მონაცემებით, რომელიც ცესკოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, სალომე ზურაბიშვილმა
აღნიშნულ 12 287 ხმა აიღო, რაც ამომრჩევლების 50, 39 %-ია, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 49, 61 %-მა დაუჭირა მხარი, რაც 12 098 ხმაა.
რაც შეეხება სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებს, ჯერჯერობით, გრიგოლ ვაშაძე მხოლოდ წალენჯიხაში ლიდერობს, დანარჩენ რეგიონში კი, ამ დროისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.
მასალის გამოყენების პირობები