ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა. სტიქიის შედეგად დაზიანდა განმუხურის ამფითეატრი. ანაკლიის გამგებლის გელა ლემონჯავას
ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები, ხოლო სანაპიროდან ქვიშა საცხოვრებელ სახლებში იყრება, რის შედეგადაც მოსახლეობას გარეთ გამოსვლა უჭირს.
"ზღვის სანაპიროსთან ახლოს მცხოვრებლებს გარეთ გამოსვლა უჭირთ. ერთი ხე დაეცა სახლს, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხება ამფითეატრს, მას სახურავი აქვს ახდილი", - ამბობს ლემონჯავა.
ქარმა ხეების მოგლიჯა და სახლებს სახურავები ახადა სოფელ ალერტკარში, განმუხურში, დარჩელში, ოდიშსა და რუხში.
ამავე თემაზე:
გადახდილი სახურავები, წაქცეული ხეები და გათიშული დენი - ძლიერი ქარი სამეგრელოში
მასალის გამოყენების პირობები