თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ ზუგდიდელი გუკა ბაძაღუას მხარდამჭერი აქცია გრძელდება.
ერთ-ერთი ორგანიზატორის სამოქალაქო აქტივისტის როსტომ ზარანდიას თქმით, ისინი დაშლას და სიმბოლურად დადგმული საკნის აღებას მანამ არ აპირებენ, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება და გუკა ბაძაღუა, მათი მტკიცებით, უკანონო პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.
„ჯერჯერობით, გამოხმაურება არ არის. მოდიან, ადამიანურად სოლიდარობას გვიცხადებენ. ჩვენ აქ ვიქნებით ბოლომდე, სანამ არ მივაღწევთ მთავარს“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ ზარანდიამ.
უკვე მეოთხე ღამეა, ბაძაღუას მეგობრები და მისი მხარდამჭერები კანცელარიასთან დადგმულ „საკანში“ ათევენ ღამეს.
გუკა ბაძაღუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ოქტომბერში შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე ზუგდიდში აქტივისტებმა დაინტერესება გიორგი გახარაიასაც სთხოვეს. გამოძიება ბაძაღუას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მის მხარდასაჭრა ზუგდიდსა და თბილისში აქციები პარალელურად გასულ კვირაშიც გაიმართა.
ამავე თემაზე:
გუკა ბაძაღუას მხარდამჭერებმა ღამე კანცელარიასთან საკანში გაათენეს
მასალის გამოყენების პირობები