ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილმა ბაჩანა შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა. "აღარ მყავს ია, დაგვტოვა, ვერ გაუძლო... მეც მოვკვდი, უბრალოდ
რატომღაც ვსუნთქავ", - წერს გარდაცვლილის შვილი.
ია კერზაია, რომელიც მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა მკურნალობის კურსს. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს.
კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.ის აღნიშნულ საქმეზე პროკურატურისთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართვას აპირებს.
ამავე თემაზე:
სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა (ვიდეო)
ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს
სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს ია კერზაიას საქმე შეისწავლოს
დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა, მართვით სუნთქვაზეა
სამინისტრო: ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევები გამოვლინდა
დირექტორი მეექვსე სკოლაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
მასალის გამოყენების პირობები